Sputnik საქართველო გთავაზობთ ქვეყანაში შემოსვლის აქტუალურ წესებს 2021 წლის აგვისტოსთვის.
საჰაერო გზით
ვაქცინირებულებისთვის: ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ვაქცინაციის სრული კურსის (ორივე დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება ხელთ. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პრეპარატით იქნება აცრილი ადამიანი.
გარდა ამისა, სერტიფიკატთან ერთად სავალდებულოა უარყოფითი PCR-ტესტის ქონაც, რომელიც 72 საათით ადრე (არაუგვიანეს) იქნება გაკეთებული. ეს წესი 5 ივლისიდანაა ძალაში.
არავაქცინირებულებისთვის: არსებობს ისეთი ქვეყნების სპეციალური სია, რომელთა მოქალაქეებსაც ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თუმცა მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაშ ჩამოსვლის შემდეგ უცხოეთის მოქალაქემ განმეორებითი ანალიზი უნდა ჩააბაროს COVID-19-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ემუქრება 650 დოლარის ოდენობით.
ასეთ სპეციალურ სიაში შედიან: ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, კანადა, იაპონია, კუვეიტი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ომანი, მოლდოვა, სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ყურადღება! ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც უარყოფითი PCR-ტესტის საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, რეგულარულად ახლდება.
აქტუალური ინფორმაციის ნახვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზეა შესაძლებელი.
სახმელეთო გზით
ვაქცინირებულებისთვის: საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა დაიშვება იმ პირებისთვის, რომლებსაც თან აქვთ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი და ასევე უარყოფითი PCR-ტესტი (არაუგვიანეს 72 საათით ადრე გაკეთებული). ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პრეპარატით იქნება ვაქცინირებული ადამიანი.
არავაქცინირებულებისთვის: სპეციალურ სიაში შესული (ზემოთ ჩამოთვლილი) ქვეყნების მოქალაქეებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR-ტესტი, ხოლო მესამე დღეს განმეორებითი ანალიზი ჩაიტარონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან 650 დოლარით.
აღსანიშნავია, რომ:
საქართველოში შემოსვლამდე მოქალაქემ უნდა შეავსოს ანკეტა სპეციალურ საიტზე.
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
გამონაკლისები
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის (ინდური შტამი) გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა იმ პირმა, ვინც ინდოეთში იმყოფებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლის წინ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს თავისი ხარჯით. ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე არ იღებს მესამე დღეს გაკეთებულ უარყოფით PCR-ტესტს.