ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემას ახალი უბნები ემატება

ამ უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილებოდან 27 შშმ პირთათვის არის განკუთვნილი და ერთი – ელექტრომობილების დამუხტვისთვის.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, ამ უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1.283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.
თბილისში 1300-ზე მეტი ფასიანი საპარკინგე ადგილი გაჩნდება
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.
საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეეძლოთ.
მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების  რეგისტრაციასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბრა
თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა. ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის ქუჩაზე, პეკინის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.