სტიქია სამეგრელოში: ძლიერი წვიმის შედეგად გზები და ეზოები დაიტბორა

სტიქიისგან დაზარალებულ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები და ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს  რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭითაწყარი, ცაიში, ცაცხვის და ჭკადუაში, სადაც წყალმა შიდა გზები და ზოგან ეზოები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ენგურიც, რომელიც შავ ზღვაში სწორედ სოფელ ანაკლიასათან ჩაედინება. შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა გზები დაიტბორა.
სვანეთისკენ მიმავალი გზების გაწმენდა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.
ზუგდიდის გარდა, წვიმამ პრობლემები შექმნა ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც.
სტიქიისგან დაზარალებულ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები და ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ.