თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოში 27 ივლისიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საერთო სამაგისტრო გამოცდების მთავარი მიზანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის იმ კანდიდატების შერჩევაში დახმარებაა, რომელთაც შესაბამის პროგრამებზე სწავლის საჭირო შესაძლებლობები აქვთ. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12, 8 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
დღეს ასევე გაიმართება სპეცმასწავლებლების გამოცდები.
პარალელურად იმართება გამოცდები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვებთან ერთად ვერ ჩააბარეს.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაცია წელს 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტების საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 3,7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო სამაგისტროზე – 12,8 ათასმა მსურველმა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.