ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო (-81 კგ)
გრიგალაშვილმა, რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ოლიმპიური ტურნირი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. პირველ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმელ მუროდოვს აჯობა, მეორეში კი სამხრეთკორეელ სუნგ ხო დაამარცხა. ორივე ორთაბრძოლა გრიგალაშვილმა იპონით მოიგო.
Грузинский дзюдоист Тато Григалашвили
© courtesy of Georgian Judo Federation
მეოთხედფინალში მსაჯების არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ჩვენმა ძიუდოისტმა წააგო მონღოლ მეტოქე საიდ მოლაიეუსთან. მაგრამ გრიგალაშვილს მედლის აღების შანსი მაინც ჰქონდა. რეპეშაჟში ტატომ ვაზარით მოუგო უზბეკ შაროფიტდინ ბოლტაბოევს და ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს - ბელგიელ მატიას კასეს.
სწორედ კასესთან დამარცხდა სულ ახლახან გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, გრიგალაშვილს რევანში არ გამოუვიდა. ბელგიელმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ოქროს მედალი კი იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ აიღო.
Тато Григалашвили на Олимпиаде в Токио проигрывает поединок борцу из Бельгии
© REUTERS / ANNEGRET HILSE
ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (1996 წლიდან) ჩვენს მოკრივეებს ოლიმპიადებზე მხოლოდ ერთი მედალი აქვთ მოპოვებული. სიდნეიში (2000) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვლადიმერ ჭანტურია (-91 კგ). ამ შედეგის გამეორებისთვის ესკერხანს ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება.
1/16 ფინალში მადიევმა უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში 23 წლის ქართველ მოკრივეს გამოცდილ 34 წლის ანდრეი ზამკოვთან ბრძოლა მოუწევს. მოგების შემთხვევაში მადიევს ოლიმპიური ბრინჯაო გარანტირებული აქვს.
რაც შეეხება ზამკოვს, რუსი მოკრივე ლონდონის (2012) ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
28 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს ორი სპორტსმენი - ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.