აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ავღანურ ქალაქებს ბომბავს, თალიბები უტევენ — ერთნიცა და მეორენიც „გზადაგზა“ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ. იზრდება ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ცენტრალური აზიისკენ, და ტაჯიკეთი მზადაა, მიიღოს 100 ათასი კაცი. ავღანეთის საზღვრების მახლობლად მასშტაბური სამხედრო მანევრებისთვის თავმოყრილია უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის ჯარები.
ავღანეთის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს დარტყმა მიაყენეს თალიბების პოზიციებს ქალაქ ტალუკანის შემოგარენში, რომელიც ტაჯიკეთის საზღვრიდან 46 კილოეტრში მდებარეობს. განადგურებულია ოცზე მეტი ბოევიკი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვე რპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ „თანმდევი დანაკარგები“ გარდაუვალია.
გაეროს მისია (UNAMA) აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 5183 კაცს აღწევდა (1659 მოკლული და 3254 — დაჭშრილი). ეს 47%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-ივნისში იყო. ამასთან დაჭრილთა და დაღუპულთა 46% ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო 25% — სამთავრობო ძალების წევრები.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავღანეთის არმიის მხარდასაჭერად ავიაშეტევების რაოდენობა გაზარდა. ამერიკელი გენერალი კენეტ მეკანზი პირობას დებს, რომ უახლოეს კვირებში დაბომბვას განაგრძობს, და ავღანეთის მთავრობას „მზიმე გამოცდას“ უწინასწარმეტყველებს. მანამდე პენტაგონში აცხადებდნენ, რომ 21 და 22 ივლისს ამერიკელებმა ავღანეთზე ოთხზე მეტი ავიაშეტევა მიიტანეს.
თავის მხრივ თალიბებმა დაგმეს აშშ-ის ავიაიერიშები და აღნიშნეს, რომ დაბომბვების შედეგად ყანდაგარსა და გილმენდში არა მარტო ბოევიკები, არამედ მშვიდობიანი მცხოვრებლებიც დაიღუპნენ. „თალიბანს“ განზრახული აქვს, „მტკიცედ დაიცვას თავის ტერიტორია“ და, ომის გაგრძელების შემთხვევაში, შემტევი ოპერაციები განავითაროს.
ომის დასრულებას არაფერი მოასწავებს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღინიშნება ნანგარჰარის, პაქტიკის, ლოგარის, ღანზის, ყანდაგარაის, გერათის, ბალხის, სამანგანისა და ბევრ სხვა პროვინციაში. მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა 34-დან 31 პროვინციაში, რათა ღამღამობით ბოევიკების გადაადგილებას ხელი შეუშალოს.
ამასთან პაკისტანელი სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან ავღანეთის საზღვრისპირა რაიონებში, რომლებიც თალიბების კონტროლქვეშაა გადასული, ანუ „თალიბანთან“ თანამშრომლობენ. პროვინცია ნანგარჰარის გუბერნატორმა დღეს განაცხადა, რომ მოკლულ ბოევიკთა შორის 39 პაკისტანელის ცხედარიცაა.
შეტევა ცენტრალურ აზიაზე
თალიბები კონტროლის ზონას იფართოებენ. ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, კვლავ მონებად მიიჩნევენ ქალებსა და ბავშვებს. მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია ახალი სასტიკი წესებით, ძალადობრივი ქორწინებებითა და არასრულწლოვანი „ჯიჰადისტების“ გადაბირებით.
ბოევიკები ეძებენ და ანადგურებენ ამერიკელებთან მოთანამშრომლე „მოღალატეებს“. მანამდე პროვინცია ჰოსტში თალიბებმა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე თავიუ მოჰკვეთეს 32 წლის თარჯიმან სუჰაილ პარდისს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზაზე 20 ათასმა ავღანელმა თარჯიმანმა შეიტანა. გაზეთი The Wall Street Journal-ი 22 ივლისს წერდა, რომ ვაშინგტონი 35 ათასი ავღანელი თარჯიმნისა და მათო ოჯახების წევრების განთავსებას აპირებდა კატარისა და კუვეიტის სამხედრო ბაზებზე. აშკარაა, რომ ყველა კოლაბორაციონისტი ვერ მოასწრებს ვიზებითა და აშშ-ის „არაბული სტუმართმოყვარეობით“ სარგებლობას.
მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშფარ განი განაცხადა, რომ თალიბებს მჭიდრო კავშირი აქვთ „ალ-ქაიდასთან“, პაკისტანურ დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადსა“ და „ლაშქარ-თაიბასთან“, და აპირებენ, რომ ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად გადააქციონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ამ პოზიციას. მართლაც, ავღანეთში სამი ათეული სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ათასამდე ბოევიკის ჩათვლით. „ალ ქაიდა“ 15 პროვინციაში იმყოფება. ეს „ფეთქებადი ნაერთი“ მსვიდობიან მოსახლეობას ხანგრძლივი სამხედრო ტურბულენტობით ემუქრება იმის მიუხედავად, ვინ იჯდება ქაბულში ხელისუფლებაში — ამჟამად მოქმედი თუ ჰიპოთეტური თალიბანური. საერთაშორისო ტერორიუზმი ავღანეთში ასე უბრალოდ არ გაქრება.
ავღანელი ლტოლვილების მზარდი ნაკადის პოტენციალი უზარმაზარია. შეგახსენებთ, 1996 – 2001 წლებში „საამიროს“ არსებობის პერიოდში, მარტო პანჯეშირის პროვინციას, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდნენ, 500 ათასი ლტოლვილი აფარებდა თავს. ეს ხალხი პრაქტიკულად შიმშილობდა, არ ჰყოფნიდათ საჭმელი და წყალი, მაგრამ თალიბების ხელისუფლება კიდევ უფრო უარესი იყო.
ტაჯიკეთის საგანგებო ვითარებათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ემომალი იბროჰიმზოდამ პარასკევს განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზადაა მიიღოს და განათავსოს თავის პოლიგონებზე ასი ათასზე მეტი ავღანელი ლტოლვილი. ციფრი სრულიად რეალისტურია, მაგრამ არა საბოლოო. 2021 წლის ბოლომდე ის შესაძლოა ათჯერ დიდიც აღმჩნდეს და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას დაარტყას კიდეც. ამ პრობლემის გადაჭრის ვარიანტები წინასწარ და ერთობლივად უნდა დამუშავდეს.
კბილი კბილის წილ
თლიბებმა პირობა დადეს, რომ მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრებს არ დაარღვევენ, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთის ჩრდილოეთში თავისი კანონებით ვითარდება და მაინც გადადის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. ამიტომ რი
უსეთი და მისი მოკავშირეები მთელ რიგ სამხედრო ზომებს მიმართავენ წინააღმდეგობის გასაწევად. „თალიბანის“ რაზმებს, ისევე როგორც სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, ყველაზე უკეთ მძიმე არტილერიის ენა ესმით.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები ავღანეთის საზღვრების მახლობლად — ეს პრევენციული ზომაა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. რუსეტის შეიარაღებული ძალების სპეციალური შენაერთები აგვისტოსა და სექტემბერში ცხრა ერთობლივ მანევრს ჩაატარებენ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ძალებთან ერთად. ეს მასშტაბებით რუსეთის არმიის რამდენიმე დივიზიონისა და ბრიგადის გადასროლას უტოლდება უკრაინის საზღვართან მიმდინარე წლის აპრილში. ანუ საუბარია ათობით ათას სამხედრო მოსამსახურესა და ასობით ეღტეულ სამხედრო ტექნიკაზე.
რუსეთისა და ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და შერალი მირზომ 24 ივლისს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და საფრთხეების ნეიტრალიზაციის ერთობლივი ზომებიც განიხილეს. 23 ივლისს ტაშკენტი დამოუკიდებლად ჩაატარებს სწავლებას სამხრეთის მიმართულებით, რომელშიც 230 ათას სამხედროს ჩართავს.
რუსეთ-უზბეკეთის ჯარები 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში ერთობლივად დაამუშავებენ სამხედრო ამოცანებს ავღანეთის საზღვართან. რუსეთს ციმბირის სპეცდანიშნულების ბრიგადა და და სამშვიდობო შენაერთების სამხედროები და ასევე მოიერიშე Су-25СМ-ები წარმოადგენენ, რომლებიც ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე არიან განლაგებული.
რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ჯარები 5-10 აგვისტოს თითქმის სინქრონულად დაამუშავებენ კონტრეტერორისტული ოპერაციების ელემენტებს ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე. რუსეთს 201-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცები (მხოლოდ პროფესიონალი მეკონტრაქტეები) წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი ჯავშანტექნიკა გააძლიერებს.
ანალოგიურად ჩატარდება საჯარისო ოპერაცია „თალიბანის“, „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების რაზმების შეჭრის შემთხვევაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!