თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბი 28 ივლისს რამდენიმე საათით ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
00:00 საათიდან 04:00 საათამდე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალება გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 04:00 საათიდან 08:00 საათამდე – გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე.
შეზღუდვები უკავშირდება ობიექტზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.