თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ვორონეჟში დაიწყო თვითმფრინავის აგება, რომლის დანიშნულებაც ჯარების მართვაა ბირთვული ომის შემთხვევაში, იუწყება РИА Новости თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ორ საჰაერო საკომანდო პუნქტს მიიღებენ, რომლებიც Ил-96-400М-ის ბაზაზე იქნება აგებული. ერთი უკვე წარმოებაშია“, — განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, პერსპექტივაში გამორიცხული არ არის საჰაერო სარდლობის მესამე პუნქტის დაკვეთაც.
ამასთან წყარომ დააზუსტა, რომ პროექტის სახელწოდებაა „რგოლი-3С“.
„განკითხვის დღის“ თვითმფრინავების დანიშნულება — ეს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ევაკუაცია და მისი ბორტიდან ჯარების სარდლობაა იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო და თანამგზავრული ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნება.
თვითმფრინავის რადიოკომპლექსი ექვსი ათასი კილომეტრის რადიუსში გახდის შესაძლებელს ბრძანებების გადაცემას სახმელეთო და წყალქვეშა გამშვები დანადგარებისთვის.