ზუგდიდის ღირსშესანიშნაობა: დადიანების სასახლე – ფოტო

სამეგრელოს მთავრების – დადიანების სასახლე ზუგდიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება დღეს ეს ისტორიული შენობა.
Sputnik
დადიანების ისტორიული სასახლე ადრე სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია იყო.
სასახლის კომპლექსის ისტორია 1837 წელს დაიწყო, როდესაც დავით დადიანის ბრძანებით ზუგდიდში დროებითი სასახლეები აიგო.
XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო ორსართულიანი სამეფო სასახლის მშენებლობა, ხოლო 80-იანებში მის გვერდით აიგო ნიკო დადიანის სასახლე, რომლის არქიტექტორიც რუსი ლეონიდ ვასილიევი იყო.
 
1 / 12
დადიანების სასახლე ზუგდიდის მარგალიტი და ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა
2 / 12
სასახლის ტერიტორიაზე ნაჭედი ჭიშკრიდან შევდივართ
3 / 12
სასახლის ტერიტორია ძალიან შთამბეჭდავია, აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სტუმრობა
4 / 12
სასახლე ჩვენს დროშიც შესანიშნავ მდგომარეობაშია
5 / 12
სასახლის კომპლექსის მშენებლობა 1837 წელს დავით დადიანმა დაიწყო, რომელმაც დროებითი სასახლეები ააგო. მთავარი სასახლე მოგვიანებით აშენდა ეკატერინე დადიანისთვის, რომელიც არქიტექტორმა ედგარ ჯ. რაისმა დააპროექტა.
6 / 12
მის მახლობლად მდებარეობს სამეგრელოს ბოლო მმართველის - ნიკოლოზ დადიანის სასახლე, რომლის პროექტის ავტორიც არქიტექტორი ლეონიდ ვასილიევი იყო
7 / 12
სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს XVI საუკუნის ტაძარიც
8 / 12
დღეისათვის სასახლე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელშიც 45 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება
9 / 12
აქ ინახება ნაპოლეონის ნიღაბიც. საქმე ისაა, რომ ნიკოლოზ დადიანის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, მისი და - სალომე პარიზში წავიდა საცხოვრებლად, სადაც 1868 წელს ცოლად გაყვა პრინც აშილ მურატს. სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში ბონაპარტისტების რელიქციები, მათ შორის ნიღაბიც
10 / 12
დღეისათვის მუზეუმში ინახება 44 ათასზე მეტი ექსპონატი, რომლებიც თარიღდება ჩვენს ერამდე I საუკუნიდან ჩენი წელთაღრიცხვით XIX საუკუნემდე პერიოდებით. მუზეუმის შექმნაზე ჯერ კიდევ დავით დადიანმა იზრუნა
11 / 12
უძველესი ძეგლების, შუასაუკუნეების იარაღისა და ევროპელ ფერმწერთა შემოქმედების გარდა, სასახლეში შემონახულია დიდი ბიბლიოთეკაც
12 / 12
1990-იანი წლებში ზუგდიდში ჩამოვიდა პრინცი აშილ მურატისა და სალომეს შვილთაშვილი - პრინცი ალენ მურატი მეუღლესთან, პრინცესა ვერონიკასთან და ქალიშვილ მატილდასთან ერთად. მათ დააარსეს ფონდი „მურატები საქართველოში“ და შემდეგ ევროპის სასამართლოს გზით დადიანების სასახლისა და ქონების მიღება სცადეს. თუმცა არსებობს დადიანების სასახლეების გადარჩენის ქართული ფონდიც , რომლის დამფუძნებლებიც ადასტურებენ, რომ 1919 წელს დადიანების მემკვიდრეებმა ოფიციალურად თქვეს უარი სასახლეების კომპლექსზე