ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალშია - ის ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს

ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე სამხრეთკორეელ მეტოქეს შეხვდება. ქართველი ძიუდოისტის შეხვედრას მაყურებელი 12:00 საათიდან იხილავს.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი წარმატებით ასპარეზობს.
ნინო სალუქვაძემ 10 მ დისტანციაზე კვალიფიკაცია ვერ გადალახა
მარგველაშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს დაუპირისპირდა და გამარჯვება იპონით იზეიმა. ვაჟამ წინ გასვლა შეხვედრის დასაწყისშივე მოახერხა, ხოლო ორთაბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მან მოწინააღმდეგეს მორიგი გდება შეუსრულა და იპონით გაიმარჯვა.
ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ ან ბაულს შეხვდება. შემდეგი შეხვედრები კი თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო მერვედფინალურ ეტაპზე მან რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა.