თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 80 წლის მამაკაცი გადავარდა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია.