გერმანიაში პენსიონერმა წყალდიდობის შედეგად დაზარებულთათვის მილიონი ევრო გადარიცხა

საკუთარი შემოწირულობის გარდა, პენსიონერმა მოუწოდა თავის საყვარელ საფეხბურთო კლუბ „ბავარიას“ გააკეთოს შემოწირულობა დაზარალებულთა დასახმარებლად და გუნდმა იდეას მხარი დაუჭირა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ქალაქ მიუნსტერის ხანდაზმულმა მცხოვრებმა, ჰორსტ ეშლერმა (Horst Eschler) დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაზარებულთათვის ერთ მილიონ ევროზე მეტი შეწირა, ასევე პრობლემის გადაჭრაში ჩართო საფეხბურთო კლუბი „ბავარია“. ამის შესახებ იუწყება რადიოსადგური Antenne Munster.
თავდაპირველად 82 წლის ეშლერმა ერთი მილიონი ევრო შეწირა: მისი თქმით, მან ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა წყალდიდობის მასშტაბები ტელეგადაცემაში ნახა.
„ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაფერი დაკარგა. მე კი ჯერჯერობით მაქვს იმდენი ფული, პური რომ ვიყიდო“, - განაცხადა გერმანელმა პენსიონერმა.
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ეშლერმა, „ბავარიის“ საფეხბურთო კლუბის ერთგულმა ქომაგმა, გააკრიტიკა საყვარელი მოთამაშეები არასაკმარისი დახმარების გამო. მანამდე „ბავარიამ“ ჩაატარა ამხანაგური მატჩი „კიოლნთან“ (ეს ქალაქი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში მდებარეობს, სადაც სტიქია ბობოქრობდა) და თამაშის შემდეგ 100 ათასი ევრო შეწირა. მაგრამ პენსიონერი დარწმუნებულია, რომ თანხა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო.
„ნუ ძუნწობთ! მე ვიცი, რომ ქველმოქმედებაზე რეგულარულად რიცხავთ თანხებს. მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ უნდა გახსნათ თქვენი საფულე“, - მოუწოდა მან.
პენსიონერის მოწოდებიდან მეორე დღეს გუნდმა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის რეგიონის ქალაქ გელზენკირხენში გამართავს ადგილობრივ „შალკესთან“ საქველმოქმედო მატჩს, საიდანაც შემოსულ თანხას წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხავს. თამაშის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.