სანდრო ბაზაძემ მეორე ეგვიპტელი დაამარცხა - ქართველი მოფარიკავე ოლიმპიურ მედალს უახლოვდება

სანდრო ბაზაძე მეორე გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეს შეხვდება, რომელმაც პირველი ორი ეტაპი მარტივად გაიარა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.
პირველ შემთხვევაში ბაზაძემ მოჰაბ სამერი დაამარცხა, მეორე ეტაპზე კი ქართველმა სპორტსმენმა სამერის თანამემამულე ზიად ელ სისის აჯობა. თავდაპირველად სანდრო 3:0-ს აგებდა, თუმცა მან საკუთარი მდგომარეობის გამოსწორება მალევე შეძლო. საბოლოოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი დარჩა (15:12).
ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო
ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე სანდროს მთავარი გამოცდა ელის. მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰი იქნება. აღსანიშნავია, რომ ოჰი მიმდინარე ოლიმპიადის უპირობო ფავორიტი და მსოფლიოს პირველი ნომერია. სამხრეთ კორეელმა პირველ ორ შეხვედრაში ამერიკელი ენდრიუ მაცკიევიჩისა (15:7) და ეგვიპტელი მოჰამედ ამერის დამარცხება (15:9) შეძლო.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.