ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილი პირველი გამარჯვების შემდეგ შესაძლოა მასპინძელ ჩოგბურთელს შეხვდეს. 1/16-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე ამ წუთებში დანიელსა და სონეგოს შორის ირკვევა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში წააგო
საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ ეტაპზე ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა მარტივად ორ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით, ანგარიშით 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს უკვე ორი ჩაწოდება წაართვა და საბოლოო ანგარიში (6:3, 6:2) დააფიქსირა.
29 წლის ქართველი სპორტსმენი შემდეგ ეტაპზე (1/16) მასპინძელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ერთადერთი ჩოგბურთელია.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.