თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა, რომელიც ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.
ოლმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ. სტადიონზე ქართული დელეგაციის 15-მა წევრმა (ცხრა სპორტსმენი და ექვსი ოფიციალური პირი) ჩაიარა. მთლიანად კი საქართველოდან ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა.
განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე ცერემონიის დასაწყისში მაყურებელმა იხილა საინტერესო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც მინიმალიზმის სტილში იყო შესრულებული.
ოფიციალური პირების მილოცვების შემდეგ აღიმართა იაპონიის დროშა და მოედანზე პირველი საბერძნეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები გამოვიდნენ. როგორც ცნობილია, ოლიმპიადის სამშობლო საბერძნეთია და დელეგაციათა აღლუმს, ტრადიციულად, ისინი იწყებენ.
Олимпиада в Токио - грузинская сборная
© AFP 2024 / MARTIN BUREAU
ოლიმპიადაში 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 33 სახეობაში 339 ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებენ.