თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტზე მასწავლებელი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის ისტორიის მასწავლებელს 18 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
ჩოხატაურის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, პედაგოგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დანაშაული უკვე აღიარა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.