თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ბელარუსის „ბატესთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გაიტანა სტუმრების კაპიტანმა პაველ ნეხაიჩიკმა, რომელმაც ნიკოლაი სიგნევიჩის დარტყმის შემდეგ ძელიდან ასხლეტილი ბურთი ზუსტად გადაამისამართა.
თამაში თანაბრად წარიმართა და მოგების შანსი ორივე კლუბს ჰქონდა, მაგრამ ბელარუს ფეხბურთელებს მეტად გაუმართლათ.
საპასუხო თამაში ბელარუსის ქალაქ ბორისოვში 29 ივლისს გაიმართება.