თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. პოლიციამ სამეგრელოში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ტელეარხის ცნობით, დაზარალებული შშმ პირი 18 წლის გოგონაა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 13 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.