ნინო შუბლაძე დაქორწინდა. ჟურნალისტის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. „რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში. ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი ალექსანდრე ფარულავა იყო. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. ისინი წლებია განქორწინებული არიან.
რაც შეეხება ვალერიან თელიას, ის 2014 წელს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
ამ ინცინდენტის შემდეგ თელია თანამდებობიდან გადააყენეს, ზოლო მოგვიანებით იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ თელია თბილისში გადმოვიდოდა სამუშაოდ. ვალერიან თელიას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.