პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე ჯარიმა დაწესდება

ამ ეტაპზე ქართულ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული სასჯელი სხვა ქვეყნების ან კავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფაზე.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.
საქართველოში სასჯელი ქვეყნის სიმბოლიკის ხელყოფაზე შეიძლება გამკაცრდეს
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.
„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს პარტნიორების სიმბოლიკას, პირს დაეკისროს კონკრეტული ჯარიმა ან, განმეორების შემთხვევაში – მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული პატიმრობა", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედის დასრულების შემდეგ.
ქვეყნის სიმბოლოების ეფექტური დაცვის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც „ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა“ 5-6 ივლისს თბილისში ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, მათ შორის ის, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშა აღმართა>>
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში ამჟამად ისჯება სახელმწიფო დროშისა და გერბის ხელყოფა. სასჯელი ნახევარი წლიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.