ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმედო ფხაკაძის სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე 78 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
„იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება. ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.
იმედო ფხაკაძე იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში თბილისის „ბურევესტნიკში“ (1962–1974) თამაშობდა. ის ასევე სსრკ ნაკრებში გამოდიოდა 1963 წლიდან 1971 წლამდე. იმედო ფხაკაძე მსოფლიოს სტუდენტთა თამაშებისა და სსრკ-ის ორგზის ჩემპიონია.