ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ჯერ ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
კახეთში ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ პირველ მაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.