თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამერიკელი ქალი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და პოლიციის მიერ იძებნებოდა, აღაშფოთა იმან, რომ სამართალდამცველებმა მისი თავისთვის ჯილდო არ დააწესეს. და ამის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, იუწყება New York Post.
გავრცელებული ინფორმაციით, ლორეინ გრეივსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 30 წლის ერიკ გრეივსის საქმეზე იძებნებოდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში იპოვეს მის ბინაში.
ქალაქ ტალსას (ოკლაჰომა) პოლიციამ, რომლისთვისაც აქამდე უცნობი იყო, რა კავშირი არსებობდა ლორეინსა და ერიკს შორის, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ „განსაკუთრებით ძებნილთა“ სიაში შეყვანილ ქალს ეძებდა.
ლორენმა ეს განცხადება ნახა და, აღშფოთებულმა, კომენტარებში დასვა შეკითხვა: „და ფულადი ჯილდო სადაა?“
ამ კითხვაზე მას ერთ-ერთმა იუზერმა უპასუხა: „გოგონა, ჯობს სოცქსელებს მოერიდო, თორემ გიპოვიან“.
მაგრამ უკვე გვიანი იყო. პოლიცია სწორედ ამ კომენტარის წყალობით გავიდა ლორეინ გრეივსის კვალზე და ის 24 საათის განმავლობაში დააკავა.
ამ დროისათვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტალსას ციხეშია გადაყვანილი. სასამართლომ მას გირაოს სახით 500 ათასი დოლარის გადახდა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.