როგორ აღინიშნება ყურბან-ბაირამი სხვადასხვა ქვეყანაში – ფოტო

ყურბან-ბაირამი ჰაჯის დასრულებას მოასწავებს, ის რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ნახეთ ფოტოკადრები, როგორ აღინიშნება დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Sputnik
ყურბან-ბაირამი — „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“ — ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულია. წელს ის 20 ივლისს იწყება და ტრადიციულად სამი დღე გასტანს.
ყურბან-ბაირამი დაკავშირებულია ბიბლიურ თქმულებასთან — აბრაამის მიერ წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ ისლამურ სამყაროშია გავრცელებული. 
აღსანიშნავია, რომ ძველ ტფილისში მუსლიმი მოსახლეობა ასევე სამი დღე ზეიმობდა ყურბან-ბაირამს, როდესაც ცხვარ-ძროხას კლავდნენ, ფლავს ხარშავდნენ და ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს უმასპინძლდებოდნენ. სავარაუდოდ, აქედან უნდა იყოს გავრცელებული გამოთქმა „ბაირამობა“, ანუ დროსტარება. 
1 / 12
იერუსალიმელი მორწმუნეები ძველ ქალქში ყურბან-ბაირამს ზეიმობენ
2 / 12
მუსლიმი ქალი კატით ხელში ცისფერ მეჩეთში ყურბან-ბაირამის დილის ლოცვის შემდეგ. ქალაქი თაგიგი, ფილიპინები
3 / 12
ღვთისმსახური შეიარაღებული მცველების თანხლებით ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ქაბული
4 / 12
პალესტინელები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ იერუსალიმის ტაძრის მთაზე
5 / 12
ერაყელი მორწმუნეები ყურბან-ბაირამზე - ბაღდადი, ერაყი
6 / 12
ბავშვები ბუშტებს უშვებენ ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ქაიროში
7 / 12
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ყურბან-ბაირამის ლოცვაზე ჰომსის მეჩეთში
8 / 12
ღვთისმსახურება ყურბან-ბაირამის დროს - კენია, ნაირობი
9 / 12
ყურბან-ბაირამი დასავლეთ იავაზე - ინდონეზიელი მუსლიმები
10 / 12
ყურბან-ბაირამი სტამბოლში
11 / 12
ნოვოსიბირსკელი მუსლიმები სამსხვერპლო ცხვარს იჭერენ
12 / 12
მუსლიმები მოსკოვის მეჩეთში