რა არის Smart Nail და რაში სჭირდებათ ქალებს მიკროჩიპი ფრჩხილზე? – ფოტო

სილამაზისა და მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ახალი ტრენდები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანია ჩიპი მოვლილ და ლამაზ ფრჩხილებში, რომელსაც ლაქის წასმის დროს აყენებენ.
Sputnik
წამყვან უცხოურ სილამაზის სალონებში, უმეტესად დუბაიში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი მომსახურება: ლაქის წასმის დროს კლიენტებს ფრჩხილზე უმონტაჟებენ მინიატურულ და რთულად შესამჩნევ ჩიპს.
მსგავსი მაღალტექნოლოგიური ლაქის მფლობელებს განსაკუთრებული „სუპერშესაძლებლობები“ აქვთ: მათ ხელის მარტივი მოძრაობით შეუძლიათ ანგარიშსწორება, ციფრული „სავიზიტო ბარათის“ გადაცემა, მესენჯერის მონაცემების გადაგზავნა, ერთი თითით ელექტროსაკეტებიანი კარის გაღება და კიდევ სხვა მრავალი.
1 / 8
Smart Nail წყალგამძლეა, მას დამუხტვა არ ჭირდება
2 / 8
„მაღალტექნოლოგიური ლაქი“ შედგება არატოქსიკური და უსაფრთხო ნივთიერებებისგან. მასზე ერთ წლიანი გარანტიაც ვრცელდება
3 / 8
ჩიპის დაყენება ძლაიან მარტივია: მას აწებებენ ფრჩხილზე დატანილ ფირფიტაზე, შემდეგ კი ფირფიტას სასურველ ფერში ღებავენ
4 / 8
ჩიპი თხელი და მსუბუქია, ის იდეალურად მაგრდება ზედაპირზე
5 / 8
ჩიპების სისქე დამოკიდებულია მოდელზე - 0,05-დან 0,15 მილიმეტრამდე
6 / 8
„ჭკვიანი ფრჩხილების“ მფლობელები შეძლებენ უკონტაქტო გადახდას, პირადი მონაცემების გაზიარებას და სხვა მრავალს. ამისათვის საჭიროა ფრჩხილის მიდება სმარტ-მოწყობილობებზე, რომლებსაც NFC მზარდაჭერა აქვთ
7 / 8
თუ ჩიპის მფლობელი აღმოჩნდება მაღალტალღოვანი სიგნალის სიახლოვეს, ნათურა დაიწყებს ციმციმს
8 / 8
ასეთ ჩიპებს ჯერ არ შეუძლიათ დიდი ოდენობით მონაცემების შენახვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ინფორმაციის გაჟონვისგან დაცვა საკმაოდ მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი