კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ათი ათასზე მეტმა პოლიციელმა გაიკეთა

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ჩინური პრეპარატებით - Sinopharm-ითა და Sinovac-ით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კვირის ნებისმიერ დღეს იცრებიან.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს შსს-ს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის: გაბუნიას განმარტება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ჩინური პრეპარატებით - Sinopharm-ითა და Sinovac-ით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კვირის ნებისმიერ დღეს იცრებიან.
საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ორშაბათს კლინიკაში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აიცრნენ. აცრები ხუთ კაბინეტში ტარდება.
სულ საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 130.314 ადამიანს.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 388.329 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 366.250 ადამიანი, გარდაიცვალა - 5.566.