ისლამურ პრინციპებზე: ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ

კატარში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასა და „თალიბანს“ შორის მორიგი რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ავღანეთის სამთავრობო და მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ კომპრომისს მიაღწევენ ყველა ავღანელის ინტერესებში ისლამური პრინციპების საფუძველზე, ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც მხარეებმა კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდისას მიიღეს.
„თავი შეიკავეთ ძალის გამოყენებისგან“ – SCO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
აღნიშნული კომუნიკე პრესკონფერენციაზე წაიკითხა ავღანეთის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა აბდულა აბდულამ.
„მხარეები შეთანხმდნენ – რაც შეიძლება სწრაფად მოძებნონ პრობლემის სამართლიანად და მტკიცედ გადაჭრის გზა. მათ გაცნობიერებული აქვთ კომპრომისის აუცილებლობა, რომელიც ავღანეთში მცხოვრები ყველა მამაკაცისა და ქალის ინტერესებსა და მოლოდინებს უპასუხებს ისლამური პრინციპების გათვალისწინებით“, − ნათქვამია დოკუმენტში.
კატარში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი ორდღიანი რაუნდი გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ცეცხლის მოკლევადიან შეწყვეტასა და ასევე ტყვეების გათავისუფლების თაობაზე, როგორც ამას შეხვედრის დაწყებამდე ვარაუდობდნენ დამკვირვებლები.