თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. გერმანიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა, იუწყება ტაბლოიდი Bild.
დასავლეთ გერმანიის არვაილის რაიონში (რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარე) წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 110-ს, დაშავდა 670 ადამიანი, განაცხადეს კვირას ქალაქ კობლენცის პოლიციის სამმართველოში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 133 დაღუპულის შესახებ.
„ამ დროისთვის (კვირა, 04:30 საათი) უამინდობის შედეგად დაიღუპულია 110-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. პოლიციის სამმართველოში შევიდა ინფორმაცია 670 დაშავებულის შესახებ. ეს რიცხვიც შეიძლება გაიზარდოს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კიდევ 45 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწაზე (შაბათის მდგომარეობით), ბავარიის მიწაზე ბერჰტესგადენის (Berchtesgaden) მუნიციპალიტეტში როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა.
მუნიციპალიტეტის ბევრ რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის სატელეფონო კავშირი. უამინდობის გამო ბევრი გზა გადაკეტილია, მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მუნიციპალიტეტში მგზავრობისგან.