თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 17–20 ივლისს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18–21 ივლისს დაფიქსირდება.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, აღნიშნავენ სააგენტოში და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.