მსოფლიო დღეს

ლავროვი: შტატებმა დასახულ მიზნებს ავღანეთში ვერ მიაღწია

ტერორიზმი არსად გამქრალა, ხოლო ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ქვეყანაში თავიანთი პოზიციები განამტკიცეს, აღნიშნა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, იუწყება РИА Новости.
 „როგორც ბაიდენმა დაადასტურა, ამერიკელები წავიდნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ მისია შესრულებულია. რა თქმა უნდა, ის შეეცადა, რომ ვითარება მაქსიმალურად პოზიტიურ ფერებში წარმოედგინა, მაგრამ ყველას ესმის, რომ მისია ჩავარდა. ეს ღიად არის აღიარებული, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც“, – განაცხადა ლავროვმა.
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმი არსად გამქრალა, ხოლო ტერორისტულმა დაჯგუფებებმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ალ–ქაიდას“ დანაყოფებმა ქვეყანაში თავიანთი პოზიციები განიმტკიცეს. ამასთან ნარკოტიკების წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ამავე დროს ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ქვეყანაში სიტუაციის მოსაგვარებლად ვაშინგტონთან და პეკინთან თანამშრომლობას აპირებს. ამ მიზნების მიღწევა აუცილებელია პოლიტიკური ხერხებით, დიალოგში უნდა მონაწილეობდნენ თალიბების წარმომადგენლები.