თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის გამო სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადა, იუწყება Deutsche Welle. გადაწყვეტილება მომხდარზე უფრო ოპერატიული რეაგირების აუცილებლობის საფუძველზე მინისტრმა ანეგრეტ კრამპ–კარენბაუერმა მიიღო.
საგანგებო ვითარების ლიკვიდაციისთვის ადგილზე გაიგზავნება 850 ჯარისკაცი. ქვედანაყოფების მეთაურები შეძლებენ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას მოსახლეობის დახმარებისა და წაყლდიდობის შედეგებთან ბრძოლის თაობაზე.
„ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიმღები ინსტანციები წინა პლანზე გავლენ, უფრო ზუსტად იქ, სადაც ისინი საჭირონი არიან“, – განაცხადა კრამპ–კარენბაუერმა.
მსხვერპლის რაოდენობა გერმანიის დასავლეთ ტერიტორიებზე უკვე ასამდე გაიზარდა. დატბორილია ასობით სახლი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზები. წყალდიდობა მოხდა ასევე ბელგიასა და ნიდერლანდებში.