„მეც ვიყავი ლაბორანტი“: გებრეიესუსი კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვას არ გამორიცხავს

ჯანმოს გენდირექტორმა „ორგანიზაციის წევრი ძლიერი ქვეყნებისადმი ჩვეულ პატივისცემას“ უღალატა და ჩინეთის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვა დაუშვა.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ჩინეთის ლაბორატორიიდან გამოჟონვის შესაძლებლობის გამორიცხვა ნაადრევია, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, რის შესახებაც წერს გაზეთი Associated Press.
„თავად ვიყავი ლაბორანტი. მე იმუნოლოგი ვარ და ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ლაბორატორიაში კი ინციდენტები ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია“, — ციტირებს გამოცემა გებრეიესუსს.
როგორც გაზეთი წერს, „ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ორგანიზაციის წევრი ძლიერი ქვეყნებისადმი ჩვეული პატივისცემის“ მიუხედავად, აღნიშნა, რომ ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც მანამდე ჩინეთს COVID-19-ის წყაროების დასადგენად ეწვია, წააწყდა დაბრკოლებებს ვირუსის გავრცელების შესახებ პირველად მონაცემებზე წვდომის კუთხით.
თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება
სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამით გებრეიესუსმა ეჭვქვეშ დააყენა ჯანმოს ანგარიში, რომლის თანახმადაც ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად დაბალია“.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჩინეთს „გამჭვირვალობისა“ და თანამშრომლობისკენ მოუწოდა პირველადი მონაცემების გადაცემის საკითხში, რასაც ორგანიზაცია პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ითხოვდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში, რომელიც ჩინეთში COVID-19-ის შესწავლის მიზნით იმყოფებოდა, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. მათი თქმით, უფრო დამაჯერებლად მიიჩნევა ვირუსის ჯერ ცხოველებს შორის, შემდეგ კი ადამიანზე გადაცემის ვერსია, ხოლო ნაკლებსავარაუდოდ — SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულ პირობებში შექმნა. ამასთან სპეციალისტები ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზის შესწავლის რეკომენდაციას არ იძლეოდნენ.