მილიარდერმა ოცნებები გაამხილა: ბრენსონი მთვარეზე ოტელის აგებას აპირებს

პირველი კოსმოსური ტურისტი, სერ რიჩარდ ბრენსონი აპირებს ააგოს ბევრი ხომალდი, რათა დედამიწის ორბიტაზე მოგზაურობა გაიაფდეს.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამერიკელ მილიარდერს, კომპანია Virgin Galactic-ის დამაარსებელ სერ რიჩარდ ბრენსონს, რომელმაც ორიოდე დღის წინ იმოგზაურა კოსმოსში, მთვარეზე სასტუმროს აშენების ოცნება აქვს, იუწყება Daily Mail.
როგორც ირკვევა, ეს ბრენსონის ბავშვობის ოცნებაა, თუმცა თავად ააგებს მას თუ შთამომავლობას დაუტოვებს გასაკეთებლად, ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს.
კოსმოსური ტურიზმის პიონერის თქმით, Virgin-ის გეგმებში ასევე შედის „ბევრად მეტი კოსმოსური ხომალდის აგება“, რაც ვარსკვლავებში მოგზაურობას გააიაფებს.
ამ დროისათვის კომპანიაში ფიქრობენ, რომ Virgin Galactic-ით დედამიწის ორბიტაზე ფრენა, რომელიც ბრენსონის მოგზაურობის ანალოგიური იქნება, დაახლოებით 250 000 დოლარი ეღირება.
„არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“: პეტიციას 50 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი
ამასთან ბრენსონის კომპანია აპირებს შექმნას ისეთი აპარატები, რომლებიც უფრო მაღლა იფრენენ და დიდხანს გაჩერდებიან ორბიტაზე.
სერ ბრენსონს იმედი აქვს, რომ მისი ორბიტაზე მოგზაურობის შემდეგ კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით განვითარდება.
მეორე ტურისტი, რომელიც ასევე აპირებს კოსმოსში მოგზაურობას საკუთარი ფირმის მიერ აგებული ხომალდით, Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსია. ის კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება.