თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გლდანის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წუხელ ეჭვმიტანილმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა 30 წლის მამაკაცი და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მასმედიის ინფორმაციით, ეს ოჯახური კონფლიქტი იყო: ბრალდებულმა თავისი დის საქმროს ესროლა.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.