150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეულ კონკურსანტს კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კონკურსების გავლის საფუძველზე სახელმწიფო 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, შვიდ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი უკვე დასრულდა. დაფინანსების მოსაპოვებლად ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა ორი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი.
2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:
ამას გარდა, 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად „ფულბრაიტის" სამაგისტრო პროგრამის კონკურსი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თბილისის მერიამ სწავლა 5 ათასამდე სტუდენტს დაუფინანსა
მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1.000-ზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.