გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გაიზარდა მაროდიორობის ფაქტები. ბოლო მონაცემებით, გაძარცული და დარბეულია 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი. დაღუპულთა უმეტესობა ჭყლეტას შეეწირა.
პოლიცია და სამხედროები ცდილობენ აღკვეთონ ძალადობის ფაქტები, თუმცა ქვეყანაში კვლავ რჩება არეულობის კერები.
პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ პერიოდად შეაფასა აპარტეიდის დასრულების შემდეგ.