დააკანონეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება: ევროპულმა სასამართლომ რუსეთს რეკომენდაცია მისცა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების რეკომენდაცია მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრადიციების გათვალისწინებთ, ეს მხოლოდ ქვეყნის გადასაწყვეტია
Sputnik
თბილისი, 14 ივლისის — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს მოსთხოვა, შემოიღოს იურიდიული პროცედურა ერთნაირსქესიანი ოჯახური კავშირების  აღიარების შესახებ, იუწყება Deutsche Welle.
საფრანგეთში მარტოხელა ქალებსა და ლესბოსურ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების უფლება მიეცათ
გავრცელებული ინფორმაციით,  ECHR-მა სამი ერთნაირსქესიანი წყვილის სარჩელი გააერთიანა, რომლებიც ჯერ კიდევ 2009 წლიდან ცდილობდნენ ქორწინების გაფორმებას, მაგრამ რუსეთის მმაჩის ბიუროებმა და სასამართლოებმა უარი უთხრეს. მოსარჩელეები ხაზს უსვამდნენ, რომ მათ შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი უფლებების ევროპული კონვენციის მერვე და მეთოთხმეტე მუხლები — „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“.
ამასთან სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მერვე მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ოფიციალურად აღიაროს ერთნაირსქესიანი კავშირები. თუმცა ამავდროულად ერთნაირსქესიან წყვილებს, ისევე როგორც განსხვავებულსქესიანებს, ესაჭიროებათ ოფიციალური აღიარება და დაცვა. სახელმწიფოები ვალდებული არიან, გაითვალისწინოს ეს და უზრუნველყონ ერთნაირსქესიან წყვილთა და საზოგადოების მოთხოვნათა შორის ბალანსი.
შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა>>
როგორც ECHR-ში დაადგინეს, ხსენებული მოსარჩელეების შემთხვევაში, არ არსებობდა არანაირი საფუძველი საიმისოდ, რომ მათ ურთიერთობები ვერ დაეკანონებინათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთეს კრემლში. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთს არ შეუძლია შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენი კონსტუტიციით - არ შეიძლება“, - განაცხადა მან.