თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით მატჩში გასვლაზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ დამარცხდა 1:2 და ტურნირს გამოეთიშა.
პირველი მატჩი, რომელიც ერთი კვირის წინ თბილისში გაიმართა, დასრულდა ამავე ანგარიშით – 2:1 „ნეფთჩის“ სასარგებლოდ.
საპასუხო შეხვედრის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. „დინამოელებმა“ ანგარიში 51-ე წუთზე გახსნეს მილან რადიჩის ზუსტი დარტყმის შემდეგ, რომელიც „ნეფთჩის“ საჯარიმოში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა.
მაგრამ უკვე შვიდ წუთში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. „დინამოს“ მეკარემ როინ კვასხვაძემ ცუდად მიიღო ბურთი, რომელიც მეზა კოლისთან მოხვდა. შედეგად ქართველმა გოლკიპერმა წესები დაარღვია და „დინამოს“ კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად განახორციელა ემინ მახმუდოვმა.
საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე ნამის ალესკეროვმა დააფიქსირა. ნახევარმცველმა ქართველ მცველებს აჯობა და მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ამგვარად, თბილისის „დინამომ“ დაასრულა ასპარეზობა უეფას ჩემპიონთა ლიგაში. ის ევროთასების კამპანიას უეფას „კონფერენს ლიგაში“ გააგრძელებს და ბრძოლაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება. „დინამოელების“ პირველი მეტოქე ისრაელის კლუბი „მაკაბი“ იქნება.
რაც შეეხება „ნეფთჩის“, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ის უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბერძნულ კლუბ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.