რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები საქართველოში აცრის გაკეთებას

საქართველოში ვაქცინაციის ჩატარებას უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ოფიციალურად აქვთ ქვეყანაში დროებითი ბინადრობის უფლება.
გაბუნია: საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებაში მათ დაეხმარებათ მინიჭებული 11-ნიშნა კოდი.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ მათი რეგისტრაციის მომენტში საქართველოში ხელმისაწვდომ ვაქცინებს შორის.
ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების Sinopharm და Sinovac ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 310.332 ადამიანი. აქედან ორი დოზით 120.479 ადამიანია აცრილი.