ერთ-ერთი ასეთი ყოფილა შუბლი.
მოდით, ჯერ ვნახოთ, რაზე მეტყველებს შუბლის ფორმა, მერე კი დეტალებსაც ჩავუღრმავდეთ.
მაშ ასე:
ბრტყელი შუბლი
ფიზიოგნომისტები ამბობენ რომ ასეთი შუბლი ცბიერ და გულდახურულ ადამიანებს აქვთ და გვაფრთხილებენ, რომ ასეთების ნდობა არ შეიძლება.
ბრტყელშუბლიანები ცხოვრობენ პრონციპით „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მათი ერთადერთი მიზანი – განდიდებაა და სწორედ ამისკენ ისწრაფვიან თავდაუზოგავად.
მათ არ აქვთ თანაგრძნობის უნარი, არავისთან მეგობრობენ, არიან მარტოსულები... თუმცა ეს თავადაც მოსწონთ.
ვიწრო შუბლი
არ ენდოთ ასეთი შუბლის მქონეებს. იმიტომ რომ მძიმე წუთებში გაგყიდიან.
დაბალშუბლიანები არიან მშიშრები, არ აქვთ საკუთარი აზრი, გამუდმებით ვიღაცას ექვემდებარებიან. ეძებენ ძლიერ და გავლენიან ადამიანებს, რათა მიეკედლონ და მათი დიდების ანარეკლში იბრწყინონ...
მოკლედ, რას უნდა ელოდოთ ასეთებისგან, ძნელი სათქმელია.
დაბალი და ოვალური შუბლი
ეს კარგი ადამიანები არიან და შეგიძლიათ ენდოთ. ისინი არასდროს გიღალატებენ. ყველა წამოწყებასა და ქმედებაში მხარს დაგიჭერენ და ამიტომ შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ.
ასეთი შუბლის მქონეები იშვიათად აღწევენ რამეს, ვინაიდან ძალიან მალე ეკარგებათ საკუთარი ძალების რწმენა. რაიმე მნიშვნელოვანის გასაკეთებლად ძლიერი მოტივაცია და სხვისი მხარდაჭერა სჭირდებათ.
მაღალი შუბლი
ეს ინტელექტუალური ელიტაა, რომელიც ძირითადად ჩრდილშია მოქცეული.
ეს იმიტომ, რომ მაღალშუბლიანებს ხშირად არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები.
ისინი თავად არჩევენ ჩრდილში დგომას, ვინაიდან ასე ცხოვრება უფრო ეადვილებათ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ ძლიერთა წყალობით შეუძლიათ მიაღწიონ მწვერვალებს.
საშუალო შუბლი
როგორც წესი, ეს ოპტიმისტები არიან, თავს ყოველთვის კარგად გრძნობენ.
აქვთ უნარი, გადასდონ თავიანთი პოზიტიური ენერგია და მხნე განწყობა ყველას, ვინც მათ გარშემოა.
მათ გარშემო კი ყოველთვის ბევრი ხალხი ტრიალებს. საშუალოშუბლიანებს უყვართ, როცა ბევრი ადამიანი ერთად ცხოვრობს, უყვართ მათი გართობა. ისინი კარგი მეგობრები და ცხოვრების თანამგზავრები არიან.
ახლა კი დეტალებსაც მივაქციოთ ყურადღება და კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ფიზიოგნომისტიკას.