აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის ყოფილმა ლიდერმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით გეგმებს არ ამხელს, იუწყება ტელეარხი Fox News.
ინტერნეტში ახალი სოციალური ქსელი გაჩნდა: ვისია GETTR
მისი თქმით, ამ ეტაპზე გეგმების გამჟღავნებას შესაძლოა გარკვეული სახის გართულებები მოჰყვეს.
„მე ვიცი პასუხი, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია გაგიმხილოთ ის, ვინაიდან ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს კამპანიის დაფინანსებასა და სხვა რამეებზე. თუმცა მე აბსოლუტურად ზუსტად ვიცი ჩემი პასუხი“, — განაცხადა ტრამპმა ტელეარხთან საუბრისას.
ამასთან ექს-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა შესაძლო პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვალში ტრამპი აცხადებდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ნაადრევია. თუმცა იმასაც ამბობდა, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს.
„ციფრები ძალიან კარგია, ძალიან მაღალია. ვფიქრობ, იმაზე მაღალი, ვიდრე არჩევნებამდე იყო. თუმცა არჩევნების დროსაც მაღალი იყო“, — განაცხადა მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა.
უკვე აპრილში ტრამპმა თქვა, რომ სერიოზულად ეკიდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას, თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.