ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის გადაეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომელიც გოაზე დანგრეული ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.
„წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობის, ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ამგვარად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ ეს ჩვენი ერის გადარენის გზაა. მან ქვეყნისა და რწმენისათვის თავგანწირვით შესანიშნავი მაგალითი მოგვცა“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.