აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კანცელარიასთან გადაინაცვლეს

მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია პარლამენტთან დასრულდა, მომიტინგეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
ადგილზე საკმაოდ ბევრი სამართალდამცველია მობილიზებული.
მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომა.
შეიქმნას „ლექსოს სია“: რა ინიციატივით გამოვიდა ნიკა გვარამია
აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როცა დილით 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. ექვსი დღის წინ მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.