ხაშმის ეკლესიის დარბევა და ქურდობა: შსს-მ საქმე გახსნა

ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესიაში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი ძმა შევიდნენ, ტაძარი დაარბიეს და მოიპარეს ნივთები.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. პოლიციამ ხაშმის წმინდა გიორგი ეკლესიის ქურდობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაულში ასევე მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა.
ხაშმის ეკლესიის მძარცველებმა მოპარული ნივთები დააბრუნეს
მომხდარის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივლისს მოხდა. ახალგაზრდამ თავის 17 წლის ძმასთან ერთად ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით – „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც ზიანი გამოიწვია“ და „ქურდობა“. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.