„მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები. ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება. 5 ივლისის თემა იყო ძალიან მძიმე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რომელიც ორგანიზებულად ხდებოდა სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებულია არა ერთი და ორი, არამედ 15-16 ადამიანი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით უწყებაში არსებობს დიდი რაოდენობით ვიდეომასალა, რომელზეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.