საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე ახალ ხიდს ჩაეყარა საძირკველი

საქართველო–სომხეთის სასაზღვრო მდინარე დებედაზე ძველი ხიდის ნაცვლად ორი, თითოეული ორზოლიანი ხიდი აშენდება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა სომხეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო მდინარე დებედას ზონაში 2022 წლის მაისში დასრულდება, განაცხადა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სურენ პაპიკიანმა ხიდის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
მისი თქმით, ხიდის მშენებლობის დაწყება იძულებით გადაიდო პანდემიისა და ყარაბაღის ომის გამო. ახლა კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მუშაობა დაიწყოს. ეს ხიდი სომხეთსა და საქართველოს პოსტ-კოვიდურ პერიოდში აღდგენაში დაეხმარება, აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
Церемония закладки нового автомобильного моста на границе между Арменией и Грузией
ახალი ხიდის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია საქართველო–სომხეთის საზღვარზე
არსებული ხიდი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აშენდა და არ იყო გათვლილი საერთაშორისო ტვირთგადაზიდვებისთვის. ახალი ხიდი ორჯერ უფრო ფართო იქნება (ფაქტობრივად აშენდება ორი ხიდი, ორ-ორ-ზოლიანი) და გათვლილი იქნება როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებზე.
საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებისკენ მიმავალ გზებს განაახლებს
მშენებლობას აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. დაფინანსების თანხა 7,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოსა და სომხეთის მთავრობები, თავის მხრივ, გამოყენებულ სამშენებლო მასალებსა და ტექნიკას დღგ-ისგან გაათავისუფლებენ.
ხიდის საძირკვლის ჩაყრაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით. ხიდს აშენებს ირანული კომპანია Tunnel Sadd Ariana, მშენებლობის ტექნიკურ მხარეს გააკონტროლებენ სამხრეთკორეული Soosung Engineering და Korea Consultants International Co.
ხიდის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია.