მეცნიერები ცაზე მეორე მთვარის გამოჩენას პროგნოზირებენ

ასტროკოსმოსური ცენტრის სწავლულები ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აფეთქებას პროგნოზირებენ
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ვარსკვლავ ბეთელგეიზეს აფეთქების შედეგად, რაც უახლოეს ათასწლეულებშია მოსალოდნელი, ცაზე „მეორე მთვარე“ გაჩნდება, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსური ცენტრის თანამშრომელმა ვიაჩესლავ ავდეევმა.
„ვარსკვლავი ისე იკაშკაშებს, როგორც მეორე მთვარე, ის დღისითაც ხილული იქნება, თუმცა ღამით უფრო ლამაზად გამოჩნდება“, — აღნიშნა მეცნიერმა.
ავდეევის თქმით, 2019 წლის ბოლოს ბეთელგეიზემ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მიიჩნევა ღამის ცაზე, სწრაფად დაიწყო ნათების კლება. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვარსკვლავი შეიძლება უახლოეს პერიოდში აფეთქდეს. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ სიფერმკრთალის მიზეზი მტვრის ღრუბელი იყო, რომელიც ბეთელგეიზეს ჩამოეფარა. ღრუბლის გაფანტვის შემდეგ ვარსკვლავმა პირვანდელი სიკაშკაშე დაიბრუნა.
თუმცა, როგორც ავდეევი ამბობს, ვარსკვლავი მაინც აფეთქდება უახლოეს ათასწლეულებში.