„ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი...“ – ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი განცხადებას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.
Sputnik
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე აიცრა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვაქცინაციის შესახებ. კუტალაძე წერს, რომ კორონავირუსი უკვე გადაიტანა და ამის გამო მხოლოდ ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, თუმცა ის გადარჩა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც ვირუსმა იმსხვერპლა.
„ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობით გარისკვა არ შემიძლია. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ვინარჩუნებ შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ სტილს. არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის შეჩერება, უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ირაკლი კუტალაძე.
რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით. ამის შემდეგ ირაკლი კუტალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში ხშირად მიჰყავს.
ირაკლი კუტალაძეს თით­ქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.