ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან

ჰაიტის პრეზიდენტის, 53 წლის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჰაიტიში ტაივანის საელჩოში დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ჰაიტის პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11-კაციანი ჯგუფი ჰაიტიში ტაივანის საელჩოს ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს.
წინა დღეს ჰაიტის პოლიციამ დიპლომატებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილების მოსაძებნად საელჩოს ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას.
ჰაიტის პრეზიდენტი თავში გასროლით მოკლეს
საელჩომ ამაზე თანხმობა განაცხადა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰაიტის „ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორია“.
უფრო ადრე აღინიშნა, რომ მოიზის მკვლელობაში ერთ-ერთი სამხრეთამერიკული ქვეყნის გადამდგარი სამხედროები იყვნენ ეჭვმიტანილი. ჰაიტის სამართალდამცველმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაადგინეს 28 სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, აქედან 26 კოლუმბიის მოქალაქეა.
სულ დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი, კიდევ შვიდი ლიკვიდირებულია.
ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ორი დღის წინ საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს თავში გასროლით. მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლეც. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას დროებით მინისტრთა საბჭო მართავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.