Sea Breeze-ში მონაწილე სამხედრო ხომალდების დიდი ნაწილი შავ ზღვაში რჩება

მასშტაბური სამხედრო სწავლება Sea Breeze 2021, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 28 ივნისს დაიწყო, 10 ივლისს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სამხედრო სწავლება Sea Breeze 2021-ში მონაწილე ხომალდების დიდმა ნაწილმა შავ ზღვაში „გარკვეული დროით“ გაჩერება გადაწყვიტა, განაცხადა სწავლების სარდლობის წარმომადგენელმა, აშშ-ის სამხედო-საზღვაო ძალების კაპიტანმა სტიუარტ ბაუმანმა.
ამერიკული სადესანტო ხომალდი შავი ზღვისკენ დაიძრა
მისი თქმით, ხომალდები ბულგარეთის მანევრებშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
„სწავლება Sea Breeze-ში მონაწილე ხომალდების უმეტესობა ასევე მიიღებს მონაწილეობას ბულგარეთის თაოსნობით გამართულ მანევრებში. ამგვარად, ხომალდები შავ ზღვაში კიდევ გარკვეული დროით გაჩერდებიან. თუმცა ეს არ დაარღვევს დროის იმ ლიმიტს, რომელიც მონტრეს კონვენციითაა განსაზღვრული“, — აღნიშნა ამერიკელმა კაპიტანმა ბრიფინგზე.
ბაუმანმა ხაზი გაუსვა, რომ სწავლება Sea Breeze-მა წარმატებით ჩაიარა და ვაშინგტონში მოუთმენლად ელოდებიან ამ სწავლებების ახალი რაუნდის ჩატარებას 2022 წელს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები უკრაინის ტერიტორიაზე 1997 წლიდან ტარდება. მისი ორგანიზატორები არიან საკუთრივ უკრაინა და აშშ. წლევანდელ სამხედრო მანევრებში Sea Breeze-2021, რომელიც 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება, 32 ქვეყნის 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 32 ხომალდი და 40 თვითმფრინავი მონაწილეობს.